FAQ

SPACE

არის თუ არა პროექტში მონაწილეთა ასაკი შეზღუდული?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელთა ასაკი 16-დან 29 წლამდეა.

როგორ შეიძლება დავესწრო საინფორმაციო შეხვედრას?

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 10 ნოემბერს, 19:00 საათზე Zoom-ს საშუალებით.  ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებათ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე – peacelab.ge@gmail.com

რამდენ ხანს გრძელდება პროექტი?

პროექტის დაიწყო 2021 წლის სექტემბერში და გაგრძელდება 2022 წლის თებერვლამდე.

თუ პროექტში მონაწილეობა მსურს, რა დროის დათმობა მომიწევს პროექტისთვის ყოველ თვე?

ონლაინ სასწავლო კურსი დაიწყება 2021 წლის 1 დეკემბერს და გაგრძელდება 20 თებერვლამდე. ყოველკვირეულად გვექნება 3 საათიანი შეხვედრები.

მჭირდება თუ არა რაიმე პროექტში მონაწილეობის მისაღებად?

თქვენ დაგჭირდებათ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, რადგანაც პროექტის უმეტესი ნაწილი ონლაინ გაიმართება. გარდა ამისა, თქვენ მხოლოდ დაგჭირდებათ თქვენი ენთუზიაზმი და მოტივაცია.

– ვმუშაობ/მიწევს საოჯახო ან სხვა საქმეების კეთება, შემიძლია თუ არა პროექტში მონაწილეობა?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ პროექტში მონაწილეობის მიღება. შეხვედრების დროის შერჩევისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მონაწილეთა ინტერესები. დამატებით, ვორქშოფების ჩანაწერი იქნება გაკეთებული, რისი ნახვაც მოგვიანებით შეგეძლებათ.  

როდემდე შემიძლია პროექტში მონაწილეობის განაცხადის გაკეთება?

პროექტში აპლიკაციების მიღების ბოლო თარიღია 10 ნოემბერი

– როგორია აპლიკაციების პროცესი? როდის გავიგებთ ჩვენ განაცხადზე პასუხს?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ შემდეგი ფორმა https://cforum.ge/application-form/  სამოქალაქო ფორუმის გუნდი აპლიკაციებს განიხილავს 10 ნოემბრის შემდეგ და დაუკავშირდება წინასწარ შერჩეულ აპლიკანტებს ონლაინ ინტერვიუსთვის არაუგვიანეს 20 ნოემბრის. პროექტში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება გეცნობებათ არაუგვიანეს 25 ნოემბრამდე

– რა კრიტერიუმებით შეირჩევიან აპლიკანტები პროექტისთვის?

პროექტში მონაწილეობის ზოგადი კრიტერიუმებია: მაღალი მოტივაცია, გამოცდილება, დადებითი დამოკიდებულება, კრეატიულობა და პროექტში მონაწილეობის მზაობა.

– კვლავ მაქვს კითხვები პროექტთან დაკავშირებით, ვის შეიძლება დავუკავშირდე?

თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ ჩვენ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას 10 ნოემბერს ან დაგვიკავშირდეთ ელ- ფოსტაზე – peacelab.ge@gmail.com, ან დაგვიკავშირდეთ მობილურზე +995 597 76 95 16

Translate »