FAQ

contactZINE

არის თუ არა პროექტში მონაწილეთა ასაკი შეზღუდული?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელთა ასაკი 16-დან 29 წლამდეა.

როგორ შეიძლება დავესწრო საინფორმაციო შეხვედრას?

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 19 აპრილის 19:00 საათზე Zoom-ს საშუალებით.  ონლაინ შეხვედრაზე დასასწრებათ გთხოვთ გამოიყენეთ შემდეგი ბმული – https://us02web.zoom.us/j/85200681271 Meeting-ID: 852 0068 1271

რამდენ ხანს გრძელდება პროექტი?

პროექტის პირველი შეხვედრა გაიმართება 2021 წლის მაისის დასაწყისში და პროექტი გაგრძელდება 2022 წლის იანვრამდე.

თუ პროექტში მონაწილეობა მსურს, რა დროის დათმობა მომიწევს პროექტისთვის ყოველ თვე?

პროექტის პირველ ეტაპზე, მაისსა და ივნისში, გაიმართება 2 ვორქშოფი ყოველ კვირას. ივნისის შემდეგ, ContactZINE-ს შექმნის პროცესში შეხვედრები ნაკლებ ინტენსიური და რიცხობრივად ცოტა იქნება. 2021 წლის შემოდგომას პროექტის მონაწილეები ერთი კვირით გაემგზავრებიან საზღვარგარეთ.

მჭირდება თუ არა რაიმე პროექტში მონაწილეობის მისაღებად?

თქვენ დაგჭირდებათ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, რადგანაც პროექტის უმეტესი ნაწილი ონლაინ გაიმართება. გარდა ამისა, თქვენ მხოლოდ დაგჭირდებათ თქვენი ენთუზიაზმი და მოტივაცია.

– ვმუშაობ/მიწევს საოჯახო ან სხვა საქმეების კეთება, შემიძლია თუ არა პროექტში მონაწილეობა?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ პროექტში მონაწილეობის მიღება. შეხვედრების დროის შერჩევისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მონაწილეთა ინტერესები. დამატებით, ვორქშოფების ჩანაწერი იქნება გაკეთებული, რისი ნახვაც მოგვიანებით შეგეძლებათ.  

როდემდე შემიძლია პროექტში მონაწილეობის განაცხადის გაკეთება?

პროექტში აპლიკაციების მიღების ბოლო თარიღია 25 აპრილი.

– როგორია აპლიკაციების პროცესი? როდის გავიგებთ ჩვენ განაცხადზე პასუხს?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ შეავსოთ შემდეგი ფორმა https://cforum.ge/application-form/  სამოქალაქო ფორუმის გუნდი აპლიკაციებს განიხილავს 25 აპრილის შემდეგ და დაუკავშირდება წინასწარ შერჩეულ აპლიკანტებს ონლაინ ინტერვიუსთვის არაუგვიანეს 30 აპრილის.  პროექტში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება გეცნობებათ არაუგვიანეს 7 მაისისა.

– რა კრიტერიუმებით შეირჩევიან აპლიკანტები პროექტისთვის?

პროექტში მონაწილეობის ზოგადი კრიტერიუმებია: მაღალი მოტივაცია, გამოცდილება, დადებითი დამოკიდებულება, კრეატიულობა და პროექტში მონაწილეობის მზაობა.

– კვლავ მაქვს კითხვები პროექტთან დაკავშირებით, ვის შეიძლება დავუკავშირდე?

თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ ჩვენ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას 19 აპრილს ან დაგვიკავშირდეთ ელ- ფოსტაზე – contactzine.cf@gmail.com ან დაგვირეკოთ +995 568 99 28 95

Translate »