Selection project participants

Open call

“სამოქალაქო ფორუმი“ UNDP-სა და გაერთიანებული სამეფოს ფონდის მდგრადი მშვიდობისთვის (COBERM-ის დამატებითი ფინანსური მექანიზმი) თანამშრომლობით და მხარდაჭერით აცხადებს მონაწილეების მიღებას ქართულ-ოსური სამშვიდობო პროექტში  – ContactZINE.  

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობასა და ურთიერთობების გაუმჯობესებას. 

 

პროექტის მონაწილეები შექმნიან ContactZINE-ს: მცირე ჟურნალს სხვადასხვა თემატიკით, რომლის კონტენტიც შეიქმნება თავად პროექტის მონაწილეების მიერ მოწვეული მენტორების დახმარებით.  პროექტის მონაწილეები გამოუშვებენ ContactZINE-ს სამ გამოცემას შემდეგ თემებზე: გენდერული თანასწორობა,  კლიმატის ცვლილება და ურბანიზაცია/ურბანული განვითარება და ფინალურ მანიფესტს. 

პროექტის ამოცანებია

  1. ქართველი და ოსი ახალგაზრდების დაახლოვება და თანამშრომლობის პირობების შექმნა;
  2. ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის ტექნიკური და ციფრული უნარების განვითარების ხელშეწყობა, კერძოდ წერის, გამოქვეყნების, სოციალური მედიის მართვისა და მენეჯმენტის მიმართულებით. 

პროექტის მონაწილეები: 

  • გაეცნობიან ქართველ და ოს ახალგაზრდებს;
  • გაივლიან ტრენინგებს მედია წიგნიერებასა და კომუნიკაციაში;
  • გაიღრმავებენ ტექნიკურ და ციფრულ უნარებს, მათ შორის სტატიების წერის, გრაფიკული დიზიანისა და სოციალური მედიის მენეჯმენტის მიმართულებით.
  • 2021 წლის შემოდგომას გაემგზავრებია სასწავლო ვიზიტით საზღვარგარეთ თავიანთ ოს თანატოლებთან ერთად. 

პროექტი დაიწყება 2021 წლის აპრილს და დამთავრდება 2022 წლის იანვარს. 

პროექტში მონაწილეობა უფასოა

პროექტში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები მიიღება 25 აპრილის  18:00 საათამდე.

მონაწილეები შეირჩევა განაცხადებისა და გასაუბრების შედეგად.  მონაწილეებმა სასურველია იცოდნენ ინგლისური და/ან რუსული ენა. 

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 25 აპრილის 18:00 საათამდე. 

ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 19 აპრილს. საინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილზე.  

პროექტის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

ელ.ფოსტა – civilforumorg@gmail.com 

მობილური – +995 568 99 28 95; +995 597 76 95 16

ვებსაიტი: www.Cforum.ge 

FB- www.facebook.com/CivilforumCF 

Translate »